პოლიტიკა
სახიფათოა, როცა ხელისუფლებას უჩნდება აზრი, ქვეყანაში რაღაც ტიპის თოფიანი კაცები გააჩინოს - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია იძლევა იმის შესაძლებლობას, მხედრიონისა ან შინაგანი ჯარის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფება ჩამოყალიბდეს.
„ქვეყანა იძლევა იმის შესაძლებლობას კონსტიტუციით, რომ ნებისმიერმა ცუდმა ხელისუფლებამ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ნებისმიერი ტიპის არაკონსტიტუციური ქმედებისთვის გამოიყენოს შეიარაღებული ძალები, რომლის ლეგიტიმაციაზეც არაფერი არის ნათქვამი კონსტიტუციაში. მე დიდი ხანი ვიფიქრე, ვის შეიძლებოდა ეს აზრი მოსვლოდა და ერთადერთი კობა ნარჩემაშვილი გამახსენდა. შეიძლება, თუ „მხედრიონს" არ ვიფიქრებთ, მაშინ იქნებ შინაგანი ჯარების აღდგენა უნდათ, არ ვიცი. ძალიან რთული შემთხვევაა. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს ჩანაწერი ტექსტიდან გაქრება, მაგრამ, თავისთავად ასეთი აზრი რომ გაუჩნდა ხელისუფლებას, რაღაც ტიპის თოფიანი კაცები შეიძლება ქვეყანაში გააჩინოს, ეს უკვე ძალიან სახიფათოა“,- განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, უშიშროების საბჭოს გაუქმება საფრთხეს აჩენს ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ამ კონსტიტუციას მომავალი არ აქვს. როგორც 2003 წელს მიშას მიღებულ კონსტიტუციას მომავალი არ ჰქონდა, ზუსტად იგივე მიზეზების გამო. უშიშროების საბჭოს გაქრობა არის ძალიან მძიმე ამბავი ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და მუდმივი განგრძობადი ომის პირობებშია“, - თქვა ხიდაშელმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


