საზოგადოება
სახიფათო ახალი ნარკოტიკები საქართველოშია - ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ
ახალი სახიფათო ნარკოტიკები საქართველოში - ექიმები მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ და მოსახლეობას აფრთხილებენ. მედიკოსები, რომლებიც სპეციალურ ცენტრებში მუშაობენ, ამბობენ, რომ საშიში ნარკოტიკი ე.წ. დარქნეტების საშუალებით ანუ ონლაინ იყიდება და მომხმარებელს მისი ნამდვილობის შემოწმება არ შეუძლია. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს ჰგონია, რომ შეიძინა, ვთქვათ, კოკაინი, თუმცა მის შემადგენლობაში სხვა ქიმიური, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები ურევია.
„კუსტარულ პირობებში გაკეთებული ნარკოტიკითაა გაჯერებული დღევანდელი საქართველოს ბაზარი. ძალიან დიდი სპექტრია შემოსული, რომელიც იყიდება ე.წ. დარქნეტებით ანუ ონლაინ იყიდება. ხდება ისე, რომ ადამიანი ყდულობს, ვთქვათ, ერთ ნარკოტიკს, მაგრამ ლოკაციაზე მისულს შეიძლება, დახვდეს სულ სხვა ნივთიერება. შემოწმების საშუალება ადამიანს არ აქვს, ერთადერთი, მოიხმარს და მოხმარების მერე ხვდება, რომ გამოიყენა არა ის, რასაც ელოდებოდა, არამედ სულ სხვა რაღაც გაურკვეველი. შეიძლება, ფენტანილი იყოს გარეული, შეიძლება, სულ სხვა მომწამვლელი ნივთიერება, ეფექტის გაძლიერებისთვის, რაც უცხოა ამ მოხმარებისთვის და ზუსტად ეს იწვევს დეზოროიენტირების ფაქტებს და ხშირად სიკვდილიანობას,“- ამბობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი ზაზა ქარჩხაძე.
მედიკოსი მაკა გოგია იმ საშუალებაზე საუბრობს, რომელსაც ადამიანი შველა ნარკოტიკის მიღებიდან რამდენიმე წუთში შეუძლია.
„შეიძლება, ეს იყოს ე.წ. კოკაინი, რომელიც, რეალურად, კოკაინი არ არის და მის ნაცვლად არის სინთეზური ოპიატები შემადგენლობაში, მათ შორის, ფენტანილი და ეს იწვევს ასეთ უცაბედ გარდაცვალებას, რომ პირველადი დახმარების გაწევასაც ვერ აღწევენ და მეორე მხრივ, ჩვენი ბენეიფიციარები ახსენებენ ე.წ. კრისტალურ მეტადონს, რომელსაც ასევე შერეული აქვს ეს დამხმარე ნივთიერებები, რომელიც მძიმე ზედოზირებას იწვევს. აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მომენტალურად იქნას გამოყენებული პრეპარატი ნალოქსონი, რომელიც ოპიატების ანტაგონისტია. მას შეუძლია სუნთქვის ფუნქციის აღდგენა თუ გაკეთდება ის ზედოზირებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და ჩვენი პროგრამაა ერთადერთი, რომელიც ამ პრეპარატს უსასყიდლოდ, ანონიმურად ურიგებს დაახლოებით წელიწადში 30 ათასამდე ბენეფიციარს,“ - ამბობს მაკა გოგია.
ქალაქში მკვლელი ნარკოოტიკი გავრცელდა, ბაზარზე შემოსულია ახალი, ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც კოკაინის სახელით ყიდიან, თუმცა მას რეალურად კოკაინთან საერთო არაფერი აქვს, - ამ ინფორმაციას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ავრცელებს.
ირკვევა, რომ ე.წ კოკაინის გამოყენებას ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა მოჰყვა, მათ შორის ლეტალური. სიხარულიძე “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კოკაინის მსგავსი ნარკოტიკული ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე მორფინი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


