პოლიტიკა
სახელმწიფო უწყებების ერთ ადგილას თავმოყრა თბილისში გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ახალი პროექტების განხორციელების შანსს იძლევა - დავით ნარმანია
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა სამთავრობო ქალაქის შესახებ თბილისის ტერიტორიულ ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს, კერძოდ სახელმწიფო უწყებების ადგილას სხვა პროექტები აშენდება.
„ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას გულისხმობს და გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ქალაქისთვის სასიკეთო და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. თბილისის მერიის როლი ამ პროექტში არის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რათა მშენებლობისთვის დაწესებული სტანდარტების დაცვით მოხდეს ტერიტორიის განვითარება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღეს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული ინიციატივის მიხედვით, სამთავრობო ქალაქში ყველა სამინისტრო განთავსდება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ერთიანი სივრცის შექმნა სამთავრობო უწყეებებისთვის გააუმჯობებესებს მათი მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით, ამ პროექტისთვის გამოყოფილია დიდი ტერიტორია ორთაჭალაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


