პოლიტიკა
სახელმწიფოს ცნების განსაზღვრის გარეშე ვერ ჩამოვყალიბდებით ტოლერანტულ ქვეყნად, ეს ერის კოლაფსი იქნება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ არ მოხდება სახელმწიფოს ცნების განსაზღვრა, საქართველო ვერ ჩამოყალიბდება ტოლერანტულ ქვეყნად. ამის შესახებ პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას თქვა.
„მე დღეს არ ვისაუბრებ, ვინ ვიყავით ჩვენ. საქართველოსთვის ევროპული, დასავლური ფასეულობები, მათი ცივილიზაცია ჩვენი კულტურის ნაწილიც იყო. ინდივიდუალიზმი, ფასეულობები, ადამიანის უფლება გამოხატოს საკუთარი თავი საზოგადოებაში. ამ ყველაფრის ნაწილი საქართველოც იყო. ვიყავით ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს იცავს. გამოწვევა არის ის, რომ გავიზარდოთ ინდივილუალობაზე დაფუძნებულ ქვეყნად. თუ არ მოხდება სახელმწიფოს ცნების განსაზღვრება, ვერ ვისწავლით განსხვავებების მიღებას, არ ვიქნებით ტოლერანტულები სხვა ადამიანების მიმართ, ვერ ჩამოვყალიბდებით ასეთ ქვეყნად.
ოლერანტობა ჩვენი კულტურის ნაწილია. საქართველოში არის ის კულტურა, სადაც პატივს სცემენ ტოლერანტობას. ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებიც ამ კულტურის ნაწილი არიან, რელიგიური, ეთნიკური, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. თუ ამას ვერ მივიღებთ, ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


