სამართალი
სახელმწიფოს წინაშე ქონების გადამალვის ფაქტზე 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური საწარმოების რეგისტრაციას, ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, ხოლო შემდეგ, მოჩვენებითი გარიგებით, საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას.
,,ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით, საწარმოს ხელმძღვანელების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულია 1 მილიონ ლარზე მეტი ზიანი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით’’, - აცხადებენ ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


