პოლიტიკა
სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები შემუშავდება
სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენცია პროექტის „სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში იმართება. ღონისძიებას საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) ახორცილებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მეირ.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ:
„ჩვენი უწყება არის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ჩართულია სოციალური მეწარმეობის განვითარების საქმეში. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი რამდენიმე წელია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტს, თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და ამ თანამშრომლობის შედეგად დაფუძნდა არაერთი სოციალური საწარმო თბილისსა და რეგიონებში. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შარშან 26 ასეთი პროექტი დავაფინანსეთ, წელს 18, 4 წლის განმავლობაში ჯამში 60 საწარმო დაფუძნდა. დაახლოებით, ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯა ამ პროექტებზე, ამ მიმართულებით დასაქმებულია 200 ადამიანი. ეს ნამდვილად პოზიტიური დინამიკაა, მაგრამ საკმარისი არ არის. სოციალური ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი საინტერესო კონცეფციაა და ზოგადად ასე ვითარდება ქვეყნები. ვფიქრობ, რომ სოციალური საწარმოების როლის გაზრდა აუცილებელია და ჩვენი სამინისტრო, ისევე როგორც სახელმწიფო, ხედავს აუცილებლობას, რომ გაზარდოს ინვესტიციები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, ყოველწლიურად მეტი ინკლუზიური პროექტი გვქონდეს. ამით ხელს ვუწყობთ მათ მოტივაციას, რომ სოციალური პროცესების ნაწილად იგრძნონ თავი. ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნავს ნებისმიერი სახელმწიფო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის მუდმივად იქნება პრიორიტეტი მსგავსი პროექტების ხელშეწყობა“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


