პოლიტიკა
სახელმწიფოს, კონსტიტუციურ წესრიგს ვინც არ აღიარებს, მათი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის - შალვა პაპუაშვილი
სახელმწიფოს, კონსტიტუციურ წესრიგს ვინც არ აღიარებს, მათი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიის მტრები არ უნდა სარგებლობდნენ დემოკრატიის პრივილეგიებით.
„მომავალ კვირას, მეორე მოსმენისას განხილული იქნება კონსტიტუციური ორგანოების საკითხი. სახელმწიფოს, კონსტიტიციურ წესრიგს ვინც არ აღიარებს, მათი ადგილი პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის. დემოკრატიის მტრები არ უნდა სარგებლობდნენ დემოკრატიის პრივილეგიებით. ეს არ არის კანონი ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და კონსტიტუციური წესრიგის მქონე ქვეყნის დამცავი ნორმა, რომელმაც ქართული დემოკრატია უნდა დაიცვას გარედან ორკესტრირებული ჩარევისგან. გახსოვთ, საკითხის დაყენებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ ესტონეთის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ არალეგიტიმურები გვიწოდა. ამით პირდაპირ აჩვენა, ვინ აქეზებს ზოგიერთ უსამშობლო ქართველს, რომ ჩვენი სახელმწიფო გააუქმოს და თქვას, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი არ არსებობს. ამ ყველაფერს უმატებენ ზიზღის პროპაგანდას, რაც ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ხდება. ამ ყველაფერს 4 ოქტომბერი მოაქვს, როცა ეს ადამიანები პრეზიდენტის სასახლეს კი ვერ ხედავენ, არამედ ღობეს და რაღაც შენობას. ამიტომაც ეძახით „ღობის საქმეს“, რომ ამით სახელმწიფო ინსტიტუტები დააკნინოთ, გააუქმოთ, რომელიც სამი ათეული წლის წინ სისხლით მოვიპოვეთ. დღეს მცდელობაა, რამდენიმე უცხოელი, საშუალო დონის პოლიტიკოსის დაკვეთით და ორკესტრირებით, ადგილობრივმა უსამშობლოებმა გააუქმონ სახელმწიფო. სინამდვილეში, ამგვარი პროპაგანდით და ასეთი პოლიტიკით ჩვენი სახელმწიფოს გაუქმება უნდათ. ან ვთანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფოს და კონსტიტუციურ წესრიგს ვიცავთ, ან სახელმწიფოს არსებობას ვინც ეწინააღმდეგება, მათთვის ეს კანონი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ სახელმწიფო ლოიალური ვერ იქნება იმ ჯგუფების მიმართ, ვინც სახელმწიფოს გაუქმების მომხრეა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


