პოლიტიკა
სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ შეუძლია, თვითონ დაარეგულიროს ფასები, რადგან თავად არ აქვს სახელმწიფო წარმოება, ეს კერძო ინდუსტრიაა - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უწყებას არ აქვს ბერკეტები, რომ გააკონტროლოს კერძო კომპანიების მიერ მედიკამენტებზე ფასების ცვლილება. მას არ დაუკონკრეტებია, მოქმედებს თუ არა ლარის კურსი წამლების ფასის ზრდაზე.
„მოსახლეობის დანახარჯები ჯანდაცვაზე ხასიათდება რამდენიმე პარამეტრით, რომლიდანაც მთავარი არის ჯიბიდან გადახდები, რომელიც ყოველ წელს იზომება. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე ეს იყო 70%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ამის შემდეგ შემცირდა და შარშანდელი მაჩვენებელი არის 56%, მაგრამ ესეც ძალიან მაღალია. 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამ ჯიბიდან გადახდების 70%-ზე მეტს შეადგენს, სამწუხაროდ, მედიკამენტებზე დანახარჯები.
სახელმიფოს ამ ეტაპზე არ შეუძლია, რომ თვითონ დაარეგულიროს ფასები, რადგან თავად არ აქვს სახელმწიფო წარმოება. ეს არის კერძო ინდუსტრია. სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დავიწყეთ შარშან, როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის, შემდგომ პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. უფრო კონკრეტულად, სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ 1 ლარად აქვთ გარკვეულ მედიკამენტებზე წვდომა, პენსიონერებს იმ ფასის ნახევრად აქვთ, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე ეხებათ შშმ პირებს. უახლოესი კვირების განმავლობაში მედიკამენტების ჩამონათვალი (23 მედიკამენტი) გაიზრდება, წლის ბოლოს კიდევ ერთი ზრდა იქნება და მომავალი წლის ამოცანაა, რომ ამ ჯგუფებს მედიკამენტებზე რეალურად გავუნულოთ ეს ხარჯები,“ - განაცხადა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


