სამართალი
სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გიორგი ცერცვაძის ექსტრადაცია მტრულ სახელმწიფოში არ მოხდეს- უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს გადაცემა მტრულ სახელმწიფოსთვის არ მოხდეს.
ამასთან, ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატს საქმესთან დაკავშირებით აქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მედიით ვრცელდება, შესაბამისად, სახალხო დამცველის ოფისის ამ ინფორმაციას სწავლობს.
„ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქე ნებისმიერი მეთოდების გამოყენებით. ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ქართულმა სასამართლომ მოახდინოს რეაგირება. სახალხო დამცველს აქვს ძირითადად ის ინფორმაცია, რაც მედიით არის გახმაურებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ და ვსწავლობთ, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას ამ ადამიანის უფლებები და მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს, რომ ავირიდოთ მისი ექსტრადიცია მტრულ სახელმწიფოში“,- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


