უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2017 17:45
font-size

სახელმწიფომ ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ამგვარი რამ არასდროს არ განმეორდეს - თეა წულუკიანი ილიას უნივერსიტეტში მომხდარ ფემიციდზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ილიას უნივერსიტეტში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მარიამ წივწივაძის საქმეზე.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს ქვეყანაში.

„ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული საქმე, რომელიც სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა არის სავსე დარღვევებით. ქართულმა დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. რა თქმა უნდა, ამას სიტყვები, თუნდაც სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და მხარდაჭერა, რაც არ უნდა გაკეთდეს, არ იქნება საკმარისი იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც დედა დაკარგეს, ამიტომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ამგვარი რამ არასდროს არ განმეორდეს. ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც არის გაგზავნილი. ჩვენ რა თქმა უნდა, დავის რეჟიმში არ ვიმყოფებით და არ ვიქნებით. ვენ წარვადგინეთ სტრასბურგის სასამართლოში უბრალოდ იმ რეფორმების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ცუდი მაგალითების შემდეგ გადადგა. დღეს მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელები არიან გაცილებით მეტად მობილიზებულები, რომ პროკურატურაში თავად მსხვერპლების მიმართვიანობა არის გაზრდილი. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სისტემური ცვლილებების წყალობით, რომელიც ჩვენ პარლამენტთან ერთად, თუნდაც სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის შედეგად გააკეთა, ამგვარი რამ მომავალში ჩვენ ქვეყანაში არასდროს განმეორდება“, -თქვა წულუკიანმა.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოკლული ლექტორის ოჯახის სარჩელი და შსს-ს დაავალა წივწივაძის ოჯახისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

უწყებას სარჩოს სახით გარდაცვლილის შვილისთვის ყოველთვიურად იმ ხელფასის ნახევარის გადახდა დაეკისრა, რასაც მარიკა წივწივაძე იღებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თანხის გადახდა მანამდე მოუწევს, სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება.

2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი