უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ნოემბერი, 2025 12:59
font-size

სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და უკანონო სამშენებლო საქმიანობა არ უკავშირდება სოციალურ საკითხს, ორგანიზებული დაჯგუფებები ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას - კახა კალაძე

სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩაერთონ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს.

„როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთა და ქაოსური განაშენიანების აკრძალვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ხშირ შემთხვევაში უკანონო მშენებლობები სარეკრეაციო და სატყეო ზონებში ხორციელდება, რაც ასევე იწვევს მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხას. აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს.

ძალიან ხშირად ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით, თუმცა როდესაც გვაქვს ასეთი ფაქტები და ვაკეთებთ მოკვლევას, ვლინდება, რომ ეს არის ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ ახორციელებენ ამ ტიპის ქმედებებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო საქმიანობაში, დაემორჩილონ ჩვენი სამსახურების კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მხოლოდ 2025 წელს ინსპექციის მიერ გამოვლენილია 1 305 სამშენებლო სამართალდარღვევა.

„სახელმწიფო მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთის მიზნით მუნიციპალური ინსპექციის მიერ, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, ჩატარებულია 70-ზე მეტი სპეციალური ღონისძიება; დემონტაჟი ჩაუტარდა 300-ზე მეტ უკანონოდ აშენებულ შენობა/ნაგებობას; გამოთავისუფლებულია ათეულობით ჰექტარი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, მათ შორის რეკრეაციულ და სატყეო ზონები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, ამ მიმართულებით ინტენსიური ღონისძიებები და ქმედითი რეაგირება გაგრძელდება და არცერთი უკანონო მშენებლობის თუ სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, არ ჩაერთოთ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მადლობას უხდის თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი