პოლიტიკა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მესამე სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე სხდომას მართავს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, პირველმა, მეორე და მეოთხე სამუშაო ჯგუფებმა, პრაქტიკულად, შეხვედრების პირველი რაუნდი დაასრულეს და მიმდინარე კვირაში მესამე სამუშაო ჯგუფიც მის კომპეტენციაში შემავალი თავების განხილვას დაასრულებს, რითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდება.
„ამის შემდეგ, როგორც უკვე შევთანხმდით, მომზადდება რედაქციები, მათ შორის ალტერნატივები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ, უკვე გადავალთ მუშაობის მეორე რაუნდზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხის განხილვა განაგრძო. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესი.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე, მეოთხე1 და მეშვიდე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


