პოლიტიკა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა დღეს მორიგი სხდომა გამართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის მესამე თავის განხილვით განაახლა, რომელიც საქართველოს პარლამენტს შეეხება, კერძოდ 51¹ მუხლიდან. აღნიშნული მუხლი პარლამენტის დათხოვნის შემთხვევებს შეეხება.
„ორი კვირის წინ დავიწყეთ პარლამენტის თავის განხილვა, თუმცა ვერ დავასრულეთ და დღეს განვაგრძეთ დისკუსია ამ თავთან და ჯგუფის კომპეტენციასთან დაკავშირებულ კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით. ჩვენ შევჩერდით 51¹ მუხლზე და შეგვიძლია დღეს განვაგრძოთ დისკუსია ამ მუხლიდან, რომელიც შეეხება პარლამენტის დათხოვნის საკითხს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მესამე, მეექვსე და მერვე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


