პოლიტიკა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას განაგრძობს
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშია შექმნილი, დღეს, პირველ სხდომას მართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ისეთი საკითხების განხილვა მოხდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს სფეროს - კონსტიტუციურ მოწესრიგებას ეხება. „სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ განმარტა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატი.
„სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს, განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან თუ თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე, დაახლოებით ერთ თვეში, განიხილება პირველადი რედაქცია კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე. მესამე სხდომაზე კი, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე კანონპროექტის შეჯერებული ვერსიის რედაქციული განხილვა გაიმართება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთა ერთად, განხილული იქნება პრეზიდენტის არჩევნებისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხები.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


