საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი გაიარეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩაუტარდათ. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სწავლების მიზანი გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების, საერთაშორისო მიდგომებისა და სტანდარტების გაცნობა იყო.
„სწავლება დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა. სასწავლო პროცესში სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პირადად ჩაერთო. მასთან ერთად, ტრენინგს დარგის სპეციალისტები: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე და ბავშვთა დაცვის ექსპერტი ლადო ჯავახიშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე უძღვებოდნენ.
კურსის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდათ და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სპეციალიზაციის პროცესი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებულ გამომძიებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,-ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


