უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2018 13:15
font-size

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 1 ივლისს ამოქმედდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილებებით 2019 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 1 ივლისს ამოქმედდება.

პარლამენტს უკვე წარედგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ამოქმედების ვადის ექვსი თვით გადაწევას ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე ხდება.

“მიმდინარე წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცა შენობა-ნაგებობა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი ითვალისწინებს აპარატის საშტატო რიცხოვნობის ზრდას ათი ერთეულით და ასევე, დამატებით 800 000 ლარის გამოყოფას საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რაც შესაძლებელს ხდის კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას, თუმცა არასაკმარისია “სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულებისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია გადავადდეს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების ვადები, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს შესაბამის უწყებებს განახორციელონ საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები კანონით გათვალისწინებულ ფუნქციათა 2019 წლის 1 ივლისიდან სრულად ასამოქმედებლად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად“, აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი