პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ხოლო აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილე ლორა კოპერი.
მხარეებმა განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და უშუალოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და ნატო-ს მოკავშირეებთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თანხვედრის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის სფეროში მზაობისა და ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და აშშ-სთან ერთობლივი პროექტების მიმდინარე მდგომარეობა გააცნო. ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე მოწონება გამოთქვა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზე მადლიერება გამოხატა. პარტნიორებმა მომავალშიც მყარი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მზაობა გამოთქვეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


