პოლიტიკა
სახელმწიფო დაზვერვის სამსახური ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მუშაობს იმისათვის, რომ გატარდეს პრევენცია - უწყების ხელმძღვანელი
საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსის, დავით სუჯაშვილის განცხადებით, აღნიშნული უწყება უვიზო მიმოსვლის საკითხზე პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.
„ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან. ჩვენი სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ გატარდეს პრევენცია“, - უთხრა სუჯაშვილმა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის დახურულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
სუჯაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატებს დახურულ სხდომაზე ამომწურავი ინფრომაცია მიაწოდა.
„აქ მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე მოძრაობს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი სამსახურის მიზანია, მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რის საფუძველზეც ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ბუნებრივია, რომ მსგავსი ბრიფინგები დამატებით კითხვების სურვილს იწვევს, თუმცა ამ ფორმატში არ შეგვეძლო დეტალებზე გვესაუბრა. მე კმაყოფილი ვარ დეპუტატების კითხვებით“, - განაცხადა სუჯაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


