პოლიტიკა
სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორშაბათს მივლენ პატიმრებთან, რათა აუხსნან, რომ მათ პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ - გიორგი ბურჯანაძე
ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, ორშაბათს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გაესაუბრებიან ქალთა კოლონიის პატიმრებს, რათა აუხსნან, რომ მათ პროტესტს არანაირი საფუძველი არ აქვთ.
„ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გავაკეთეთ. კვლევა მომზადდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, ჩვენი მანდატის ფარგლებში. მათ ჰქონდათ ციხეში შესვლის უფლებამოსილება, იდენტიფიცირებული იყო რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ციხეში პირველადი შესვლისას სრული შემოწმების პრობლემა, რომელიც დაასახელეს პატიმრებმა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შიმშილობის დაწყების შესახებ, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხუთშაბათს ღამე მეხუთე დაწესებულებაში, გაესაუბრნენ პატიმრებს და ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ინციდენტი ამოწურულია. ჩვენი თანამშრომლები დამატებით კიდევ მივლენ ორშაბათს, გაესაუბრებიან პატიმრებს, რათა აუხსნან, რომ მათ, რეალურად, პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ. ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია, მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროის მონაცემებით, 109 ქალი პატიმარი შიმშილობს. მათი უკმაყოფილება გამოიწვია 28 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“. დოკუმენტის თანახმად, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


