პოლიტიკა
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სატელეფონო ჩართვით მოუსმინეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს მოუსმინეს.
იგი არ იმყოფება საქართველოში. შესაბამისად, კომიტეტის წევრების შეკითხვებს სატელეფონო ჩართვის მეშვეობით უპასუხა.
საკუთარი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი სხდომაზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა წარადგინა.
ინაშვილის მიმართვის ადრესატები იყვნენ მმართველი გუნდის ის წევრები, რომლებსაც მისი ვარაუდით, შესაძლოა, ნინო ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით ჰქონდეთ შეკითხვები.
ინაშვილი უმრავლესობის ამ წევრებს მოუწოდებს, არჩევანი დღევანდელ კენჭისყრაზე გააკეთონ არა ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ნინო ლომჯარიაზე, არამედ გიორგი ფოფხაძეზე.
,,გიორგი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ის თვისება, რაც სჭირდება სახალხო დამცველს. ის მისი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე არ იქნება ერთი პარტიის სახალხო დამცველი. მკაფიოდ მინდა გავიზაროთ, რომ გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია, წარსული და გამოცდილება არანაირად ნაკლები არ არის და ბევრ შემთხვევაში აღემატება ქალბატონ ლომჯარიას გამოცდილებას“, - განაცხადა დეპუტატებისადმი მიმართვისას ირმა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


