პოლიტიკა
სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელება სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატები მომავალ კვირაში დასახელდება და მათი შერჩევის კრიტერიუმები იქნება პოლიტიკური მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და შესაბამისი კვალიფიკაცია.
“წინასწარი კონსულტაციები გვქონდა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას, ეს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ მომავალი კვირის განმავლობაში მოხდება.
კრიტერიუმები იქნება ობიექტური, ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას. ეს არის რა თქმა უნდა, მიუკერძოებლობა, მათ შორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, ეს არის კეთილსინდისიერება, პატიოსნება. რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაცია ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნა. ეს იქნება ის კრიტერიუმები რასაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი და ამ ყველაფრის საფუძველზე შეირჩევა შესაბამისი კანდიდატი”, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.
არსებული ინოფრმაციით, განიხილება ორი კანდიდატურა - პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.
კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს.
კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


