უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 აპრილი, 2017 13:55
font-size

სახალხო დამცველის ინსტიტუტს აქვს რთული მისია, დაგვანახოს ის შეცდომები და გადაცდომები, რომლებიც ყოველდღიურობაში მოგვდის - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის მოსმენა და მისი შენიშვნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური კულტურის გასავითარებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, პარლმანეტმა ყურადღებით მოუსმინოს იმ შენიშვნებს, იმ შეხედულებებს, იმ აზრს, რომელსაც ომბუდსმენი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დააფიქსირებს. ბუნებრივია, სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააჩნია და აქვს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მისია, მისია დაგვანახოს ის შეცდომები ან გადაცდომები, რომელიც მოგვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ამ შენიშვნებს, მინიშნებებს განსაზღვრავს რამდენად ევროპულ პოლიტიკურ კულტურას ვფლობთ და ვავითარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციების იგნორირება სწორი მიდგომა არაა.

„ობმუდსმენის მოსმენა, მასთან დიალოგი უმნიშვნელოვანესი პროცესია. მთავარია ამ ურთიერთობაში ჩვენ შევძლოთ არა თვალის დახუჭვა ამ რეკომენდაციებზე, არა მათთან დაპირისპირება, არამედ რეალური დისკუსიის რეჟიმში შესვლა და რეალურად იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გახდეს უფრო ცივილიზებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებების დამცველი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი