პოლიტიკა
სახალხო დამცველის განცხადებით,საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას განზრახ აჭიანურებს
სახალხო დამცველის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას განზრახ აჭიანურებს და კვალის გაქრობას ცდილობს, რომ გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენა ვეღარ მოხერხდეს.
ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, ცხედრის გადმოსასვენებლად ყველა ზომა დროულად მიიღონ, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დანაშაულის კვალის წაშლა ვერ მოახერხოს. ლომჯარია საუბრობს იმაზეც, რომ ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
„ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ არ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზები. სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და გავრცელებული ცნობები, რომ შემდგომ გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“,- ამბობს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ ტატუნაშვილის სიკვდილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


