სამართალი
სახალხო დამცველის აპარატმა ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ნუცუბიძის პლატოზე გუშინ მომხდარი ინციდენტის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
როგორც “მედიანიუსს” სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, „საქმის შესწავლა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაიწყო“.
გუშინ, ნუცუბიძის პლატოზე 33 წლის პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
თვითმხილველების თქმით, პოლიციამ პალიაშვილის დაკავების დროს ძალას გადაამეტა.
მომხდარზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


