უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ივლისი, 2017 15:10
font-size

სახალხო დამცველის აპარატი ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე, საქმისწარმოება დაიწყო. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან ორგანიზაციის მიმართ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენის აპარატმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე ფინანსური დანაშაულის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მოითხოვს, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიებისა და ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას (თარიღების მითითებით), ცნობილია თუ არა კონკრეტული პირი/პირები დაზარალებულად, დაწყებულია თუ არა სისხლისსამართლებრივი დენა კონკრეტული პირის/პირების მიმართ და რა ეტაპზეა სისხლისსამართლებრივი დენა თითოეული პირის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება წარდგენილი აქვს/ჰქონდა ერთზე მეტ პირს).

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ამ დრომდე არ ახდენს დანაშაულის მომზადებასა და ჩადენაში მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების შესაძლებლობას.

კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე 2010 და 2013 წელს დადგა, როდესაც საჯაროდ გახდა ცნობილი კომპანიაში ჩადენილი ფინანსური დანაშაულის თაობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ სოსო ზარქუამ და მანანა მიქავამ შეთანხმებით, ყალბი სესხების გაცემით, 807 471,76 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს კომპანიას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე. ც.-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის - მესტიის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორის, ფელიქს ჯალაღონიას მიმართ გაცემულ იქნა 4 სესხი. აღნიშნულის პარალელურად, 3 სესხი იქნა გაცემული ამავე პროკურორის მეუღლის მიმართ. სესხები გაიცემოდა სხვადასხვა სამოქალაქო პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ წრეს. კომპანიიდან სესხები გაიცემოდა იმ წესებისა და პროცედურების დაცვის გარეშე, რომელიც კომპანიაში აღიარებულ და სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენდა. სესხები გაიცემოდა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების გარეშე ან კომიტეტის წევრების მანიპულირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2015 წლის 30 იანვრიდან დრომდე, რაც საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, მხარისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქმეზე ან/და რატომ ვერ ხდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხი უკიდურესად შემაშფოთებელია და ხაზს უსმევს გამოძიების შესაძლო დაინტერესებას, რაც უპირველესს ყოვლისა, წარმოაჩენს ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ნეგატიურ პრეცედენტს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმეზე სამართლებრივი კვლევა 2017 წლის 5 ივნისს გამოაქვეყნა, მათ შორის სარეკომენდაციო წინადადებები უკვე მიეწოდა საქართველოს მთავრობას, მთავარ პროკურატურას და სახალხო დამცველის აპარატს. პროკურატურის ოფიციალური პოზიციით, საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ჯერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რაც წლების განმავლობაში, კომპანიისთვის, არასკამარისი არგუმენტია.

ცნობისთვის: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქმეზე საქმისწარმობა 8 ივნისს დაიწყო, ომბუდსმენის აპარატმა კი, საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილობითი მიმართვა 2017 წლის 23 ივნისს გადაუგზავნა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი