პოლიტიკა
სახალხო დამცველი პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას და იმედს გამოთქვამს, რომ კოდექსი პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელდება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, ეთიკის კოდექსის პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრებს სხვა შეზღუდვებთან ერთად აეკრძალებათ შეურაცხმყოფელი, პატივის და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება. პროექტით ასევე გაწერილია აღსრულების მექანიზმი, რომელიც, კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის საბჭოს მიერ დისციპლინური სანქციის დაკისრებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტისადმი გაგზავნილი ზოგადი წინადადებით, სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, რომ დეპუტატთა შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა განეხილა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


