საზოგადოება
სახალხო დამცველი მზად არის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე შეისწავლოს
სახალხო დამცველი მზად არის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე შეისწავლოს, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისს ჰქონდა მცდელობა ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩართულიყო საქმეში, თუმცა მაშინ სკოლის დირექტორმა ამისთვის მზაობა არ გამოთქვა.
„როდესაც მისი შვილის მიერ გავრცელდა, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა ოჯახის წევრზე, ჩვენ დავუკავშირდით მას და ასევე გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ქალბატონთან. იმ ეტაპზე სამწუხაროდ, უარი განგვიცხადა თანამშრომლობაზე, მაგრამ თუ არსებობს დღემდე ეს სურვილი, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ ამ საქმის შესწავლა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელის საშუალებით, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერძაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დედამისის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობდა. შენგელიას თქმით, კერძოდ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ აგიტაციაზე ია კერძაიასგან უარი მიიღო, მის სკოლაში ინსპექტირების სამსახური მიავლინა, მონიტორინგის საბოლოო მიზანი კი დირექტორის გათავისუფლება იყო, შედეგად ია კერძაიას ინსულტი დაემართა.
შენგელიამ სახალხო დამცველს საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამ მოვლენების შემდეგ ია კერძაია შეუძლოდ გახდა.
ექიმის განცხადებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
„პაციენტი შემოყვანის დღიდან იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. აღენიშნება თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის წინა არტერიის ანევრიზმის გასკდომის შედეგად. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“- განაცხადა ექიმმა იაკობ ცერცვაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


