პოლიტიკა
სახალხო დამცველი მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასებისა და სოციალური დაცვის პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა შეიმუშაოს, რათა შესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ა.შ. ფინანსური დახმარება.
სახალხო დამცველის აპარატმა კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობა გააცნო და მათი მოსაზრებები და შეფასები მოისმინა.
ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად მოსახლეობა დღითიდღე მეტად ექცევა იზოლაციაში და ეზღუდებათ საბაზისო საჭიროებები: განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მცირე ვაჭრობის და ამით შემოსავლის მოძიების შესაძლებლობა, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და აშ. ამ ყოველივეს ემატება აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი.
"საქართველოს სახალხო დამცველი უკანასკნელი ოთხი წელია, თავის საპარლამენტო ანგარიშში დამოუკიდებელ თავს უთმობს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებებს. წელსაც ანგარიშში აღწერილია ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც უწევთ ცხოვრება მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურ რეჟიმში. ირღვევა მათი ისეთი უფლებები, როგორიცაა გადაადგილების, უსაფრთხოების, სამედიცინო სერვისებზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობის და ა.შ. ვფიქრობთ, საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო დონორ ორგანიზახიებთან, რათა ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის პირობები და უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული",- განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მიმართა რეკომენდაციით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აპირებს ჩაერთოს სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებში საკუთარი მოსაზრებების და შეთავაზებების დასაფიქსირებლად.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


