სამართალი
სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მოზარდების მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმის მასალებს სახალხო დამცველი შეისწავლის.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი გამოითხოვს გამოძიების მასალებს და სრულყოფილად შეისწავლის მას.
ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს გამოძიების პროცესში წარმოქმნილ ეჭვებს.
„სასამართლოს გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა.
მიუხედავად იმისა, გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა ფაქტობრივად გამორიცხავდა მკველელობაში სხვა პირების მონაწილეობას,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით.
ომბუდსმენს კითხვები აქვს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიებასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია ინტერესდება რამდენად სრულყოფილია ამ მუხლით ბრალდებული პირების სია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


