პოლიტიკა
სახალხო დამცველი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
2017 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატინს, ევროსაბჭოს წარმომადგენელს ბას კლეინს და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძვანელს საქართველოში ქრისტიან ურსეს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების ფაქტებზე, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მედიათავისუფლების ხარისხზე, ასევე ომბუდსმენის არჩევის კრიტერიუმებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა ომბუდსმენის ინსტიტუტის მისამართით ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებზე მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისადა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები იყო პირდაპირი შეტევა და სახალხო დამცველის ინტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


