პოლიტიკა
სახალხო დამცველი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდნენ.
სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის საქმიანობა, ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით მომზადებული მთავარი რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის იმპლემენტაციის პროცესი, ქვეყანაში არსებული გენდერული გარემო და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა; ასევე ისაუბრეს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და იმ ინიციატივებზე რომლებიც სახალხო დამცველმა კომისიას წარუდგინა.
საქართველოს სახალხო დამცველი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


