პოლიტიკა
სახალხო დამცველი და ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობდა, ხმაური იყო.
სიტყვიერი შელაპარაკება სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა.
ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, მოსამართლეების შეურაცხყოფის დაუშვებლობასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის პოზიციით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რაშიც სახალხო დამცველიცაა ჩაბმული.
”რომ გაკეთდეს გადაცემა სათაურით - ”როგორ ფლანგავს უჩა ნანუაშვილი ხალხის ფულს”, ნაჩვენები იქნება 140 ათას ლარიანი მანქანა, რომელიც თქვენ იყიდეთ თქვენი მოადგილესთვის. შემდეგ როგორ არღვევს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებს და ნაჩვენები იქნება შრომითი დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც თქვენ დაარღვიეთ ადამიანის უფლებები სასამართლოში. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რასაც ეწევიან სასამართლოს მიმართ”, - განაცხადა ზარდიაშვილმა.
ამის საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა დეპუტატი სახალხო დამცველის დისკრედიტაციაში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
”ტყუილს ამბობთ თქვენ. გაცილებით ნაკლები ღირებულების მანქანა იყო. წინა შეხვედრაზე თქვენ საუბრობდით, თითქოს სუბიექტური მიდგომები ჰქონდა სახალხო დამცველს სასამართლო სისტემის მიმართ. საუბრობდით იმ ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც დავა ჯერ არ დასრულებულა. ის გასაჩივრებულია მეორე ინსტანციაში. თქვენი დღევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ მეტყველებს თქვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე სასამართლო სისტემის მიმართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0,01%, იმ პერიოდში არაერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და ამაზე სატელევიზიო რეპორტაჟებიც არსებობდა, ისინი თქვენ ზეწოლაში გადანაშაულებდნენ. კერძოდ, თქვენ უკრძალავდით ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას. თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩემთვის რატომაა თქვენთვის მიუღებელი ჩვენი არაერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება სწორედ კონკრეტული დარღვევების გამო, მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას”, - განაცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის საპასუხოდ ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ფუნქციებიდან გავიდა.
”რაც არ უნდა კომიკური იყოს თქვენ, სახალხო დამცველი მახსენებთ ჩემს პირად ცხოვრებას და ბიოგრაფიას. მე მელაპარაკებით, რომელიც ვიყავი სამოქალაქო პირი ,მართლმსაჯულებაზე, პროცესებზე, გადაწყვეტილებებზე. ბატონო უჩა, რელსებს აცდით ხომ ხვდებით”, - განაცხადა ზარდიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


