უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 დეკემბერი, 2017 10:40
font-size

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს შესახებ დავა საქალაქო სასამართლოში დასრულდა

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ორწლიანი დავა დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო სექტორისა და საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ მიიღო.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი დაირღვა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლს სტატუსი საფუძვლიანი შესწავლის გარეშე მოუხსნა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს ყველა წევრი და დარგის ის სპეციალისტები დაიკითხნენ, რომელთაც თავის დროზე ჩათვალეს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს გეოლოგიური ქანების აგებულების გამო, მისი ფიზიკური შენარჩუნება შეუძლებელი იყო. სასამართლო განხილვებისას შედგა გასვლითი სხდომებიც, რომლებიც მიზნად ისახავდა მტკიცებულებების ადგილზე გადამოწმებას.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი