პოლიტიკა
საკანონმდებლო პაკეტს „ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონბული სანდო მომსახურების შესახებ“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტს „ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონბული სანდო მომსახურების შესახებ“.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, კანონპროექტს ახლავს ტექნიკური ცვლილებები. კერძოდ, ელექტრონული ხელმოწერა გრაფიკული ხელმოწერის სკანირებული ვარიანტი კი არ იქნება, არამედ იქნება წარმოდგენილი უნიკალური ბინარული კოდით, რომელსაც ე.წ. სანდო მომსახურების მიმწოდებელი გადასცემს.
„ახალი კანონის იდეა სწორედ ისაა, რომ ელექტრონული ხელმოწერის ცნებას ის აბსოლუტურად სხვანაირად ითვალისწინებს და განმარტავს. ახალი კანონით, ელექტრონული ხელმოწერა რაიმე გრაფიკული ნიშანთა სისტემა არ არის, ეს არის ბინარულ ნიშანთა, ნულების და ერთიანების კომბინაციებისგან შემდგარი სისტემა“, - განაცხადა ბარამიძემ სხდომაზე.
კანონპროექტის თანახმად, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორიც მატერიალურ დოკუმენტზე მატერიალურ ხელმოწერას.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, კანონის თანახმად, სანდო სერვისის მიმწოდებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. რაც შეეხება უკვე ავტორიზებულ პირებს, მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფო მათზე ზედამხედველობას ახორციელებს, რათა მათ ახალ ნორმებთან შესაბამისი მომსახურება მიიღონ.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ახალი კანონპროექტი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
„ამგვარად ავტორიზებული ხელმოწერები და შტამპები, რომლებიც სანდო და მხარეების მიერ შემოწმებადი იქნება, განაპირობებს იმას, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, ქართველი ბიზნესმენი, ან ქართული სახელმწიფო ორგანო გარკვეულ ოფიციალურ მიმოწერაში ან ხელშეკრულების დადების პროცესში იმყოფება სხვაგან მყოფ კონტრაჰენტთან, მას არ მოუწევს ადგილზე წასვლა ან სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრა, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დასკანერებული დოკუმენტის გაგზავნა, რომლის ავთენტურობის შემოწმება ობიექტურად შესაძლებელი არ არის. ეს უკვე დროის და სახსრების ეკონომიაა“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
როგორც ბარამიძემ თქვა, ახალი კანონპროექტი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შესახებ ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


