პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. რიგგარეშე სხდომაზე ჩატარებულ კენჭისყრაზე კომისიის შექმნას ხმა მისცა 95-მა დეპუტატმა, ხოლო ერთი წინააღმდეგი იყო.
კომისიის თავმჯდომარედ „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე დანიშნეს. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 91-მა დეპუტატმა, ადა მარშანიას სასარგებლოდ მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა მისცა ხმა.
საპარლამენტო კომისია 17 წევრისგან შედგება. უმრავლესობას 9 წევრით (სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი) „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს. კომისიის 6 წევრი (არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე )„ქართული ოცნებიდან“ იქნება, ერთი კი (ადა მარშანია) - „პატრიოტთა ალიანსიდან“. კომისიაში ასევე შევა დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიაში გაწევრიანებაზე უარი თქვა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


