პოლიტიკა
საინიციატივო ჯგუფი კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ვადიანით შეცვლას ითხოვს
ეკა ბესელიამ პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა
საინიციატივო ჯგუფი კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ვადიანით შეცვლას ითხოვს. დეპუტატმა ეკა ბესელიამ საინიციატივო ჯგუფის სახელით პარლამენტში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა.
ეკა ბესელიას განცხადებით, ეს უნდა შეეხოს, როგორც უვადოდ უკვე არჩეულ მოსამართლეებს, ასევე მათ ვისი არჩევაც მომავალში მოხდება.
„ვაინიცირებთ და ვიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტს. მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანი არჩევით, ამას სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი დღეს არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, გვჭირდება ჩვენი მოქალაქეების 200 000 ხელმოწერა. იცით, რომ პარლამენტის უმრავლესობამ მორატორიუმის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, მაშინ თქვეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.
დაველოდებით ოფიციალურ სარეგისტრაციო დოკუმენტებს და ოთხი თვის განმავლობაში შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, რომლითაც უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და უკვე უვადოდ არჩეულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოს. ეს არის მოთხოვნა, რომელიც ჩემი აზრით საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას ეხმიანება. ამ საინიციატივო ჯგუფში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე ხელს აწერენ მირიან წიკლაური და ნატო ჩხეიძე. ასევე საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილიც აწერს ხელს. სულ არის 10 ადამიანი. ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი მომხრეა, თუმცა 76 ხმა არ არის, რომ პროცესი პირდაპირ დაგვეწყო. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევაგროვებთ საჭირო ხელმოწერებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


