პოლიტიკა
საინგილოში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაღებული ვიდეო მკრეხელური შინაარსისაა - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანული ტელეკომპანია „arb“-იზე გასული გადაცემით, რომელიც საინგილოში, კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო გადაღებული. საპატრიარქოს შეფასებით, ეს ვიდეო ძეგლის შეურაცხყოფაა.
„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა,კერძოდ, საპატრიარქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია arb-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“, - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეკლესიას უდიერად ეპყრობიან. როგორც განცხადებაში წერია,მკრეხელური შინაარის კლიპი ქურმუხის ეკლესიაში 2015 წელს გადაუღიათ.
საპატრიარქო მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და მისი ქვეყნის სულიერ ლიდერს, რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე.
„მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.
ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


