უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2018 12:55
font-size

საიამ მარიხუანისა და კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს კანონების პროექტებზე საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.

კანონპროექტის თანახმად, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მცენარე მარიხუანას უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნისთვის, ასევე, ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ადგილებში ან ვითარებაში მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის. აღნიშნული პაკეტითვე განსაზღვრულია მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხები.

საიას განცხადებით, ის, ერთი მხრივ, მიესალმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ნორმათა შემადგენლობის ცალკეული ნაწილები მათი განუჭვრეტადობისა და ბუნდოვანების გამო, არაკონსტიტუციურია, ხოლო ნორმათა ცალკეული ნაწილები შესაბამისობაში არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან:

იმ პირობებში, როდესაც არც მოქმედი კანონმდებლობა და არც კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მცენარე კანაფის კანონიერად შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის სამართლებრივ საფუძვლებს, რაც წარმოადგენს მოხმარების წინაპირობას, ნორმის შინაარსი ბუნდოვანია, ხოლო ქმედების შედეგი - განუჭვრეტადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტმა უნდა გაითვალისწინოს მცენარე კანაფის ან მარიხუანის კანონიერად შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გადაგზავნის საფუძვლები;

კანონი გამორიცხავს მცირე ოდენობით მარიხუანის ნებისმიერი ფორმით შეძენის შესაძლებლობას და მას მთლიანად უკანონოდ აცხადებს, რის გამოც, პირი იძულებული ხდება, გაიაროს უკანონო პროცედურა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობისთვის, რაც არაპირდაპირ გულისხმობს მარიხუანას მოხმარების დასჯადობას;

კანონის პროექტით არასრულწლოვნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასჯადს არ წამოადგენს სრულწლოვანი პირისთვის, გაუმართლებელია;

არ უნდა გამოვრიცხოთ შემთხვევები, როდესაც პირმა მარიხუანა მოიხმარა არასრულწლოვნის დაუსწრებლად, მაგრამ მისგან ობიექტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის აღმოჩნდა ზემოქმედების ქვეშ არასრულწლოვანთან ერთად. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია პირის მხრიდან პასუხისგება იმ ქმედებაზე, რაც მისი ბრალით არ დამდგარა;

მარიხუანას და მცენარე კანაფის შემთხვევაში თამბაქოს მსგავსი რეგულაციების პირდაპირ დაწესება მიზანშეუწონელია, რადგან დაწესებულებას შეიძლება არ გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენცია იმის დასადგენად, თუ რის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება პირი. აგრეთვე გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება შესაბამისი ზომების მიღებაში;

მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებათა ჩამორთმევის შესაძლებლობის მიცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს;

სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ზღვრის 18-დან 21 წლამდე აწევა საჭიროებს დამატებით დასაბუთებას და მსჯელობას, თუ რამდენად გამომდინარეობს იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ან რამდენად არის შესაბამისობაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;

მცენარე კანაფის ან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობის მსგავსად.

საია მიმართავს პარლამენტს, წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოს დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი