სამართალი
საიამ იმ მაღალი თანამდებობის პირთა ვინაობის გასარკვევად, რომელთა მიმართ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, სასამართლოს მიმართა
„ახალგარდა იურისტთა ასოციაციამ“ პროკურატურის მიერ ინფორმაციის გაუცემლობის გამო სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საიას იურისტის მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, პროკურატურა საჯარო სამსახურის ბიუროდან მიწოდებული მასალების საფუძველზე 6 მაღალი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიებას აწარმოებს, რაც ქონებრივ დეკლარაციაში გამოვლენილ ხარვეზებს ეხება.
როგორც გოგოსაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, მათ ინფორმაციის მიწოდების თხოვნით პროკურატურას მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
საიას იურისტის თქმით, ინფორმაცია თანამდებობის პირების შესახებ საჯარო უნდა იყოს.
,,ის ფაქტი, რომ თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია არის დახურული, რა თქმა უნდა, არის პრობლემატური კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებითაც. ვფიქრობთ, რომ ინფორმაცია უნდა იყოს ღია. რაც შეეხება დეკლარაციებსა და ანგარიშვალდებულებას, სწორედ ამიტომ ავსებენ თანამდებობის პირები დეკლარაციებს, რომ მათი საქმიანობა და ქონებრივი მდგომარეობა იყოს საჯარო“, -თქვა გოგოსაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


