საზოგადოება
საია სახალხო დამცველს მიმართვს, კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მედიკოსთა ჯგუფის მიერ ხელახალ მონიტორინგს საჭიროებს.
„დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის 38-ე დღეა. იგი ამ დროისთვის იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტი შიმშილობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მძიმეა.
ადვოკატების მოთხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით.
მზია ამაღლობელი ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ და ელენე გიორგაძემ კლინიკაში 2025 წლის 7 თებერვალს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა პაციენტი 12 თებერვალს მოინახულეს. 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. მათი ვიზიტიდან დღემდე გასულია თითქმის ორი კვირა. 2025 წლის 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, გააკეთა კომენტარი, იმის თაობაზე, რომ შიმშილობის ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მისი განცხადებით, ასეთი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს გამოკლვევები, რომლებიც მზია ამაღლობელს უტარდება.
იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით“, - აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


