უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2025 19:17
font-size

საია `ქართული ოცნების` მიერ `ფორმულასა` და `ტვ პირველის` მიმართ შეტანილ საჩივრებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ქართული ოცნების" მიერ "ფორმულასა" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საია-ში ამბობენ, რომ 54-ე მუხლი, რომლის დარღვევასაც ხელისუფლება ტელევიზიებს ედავება, თავისი შინაარსით, ცენზურის დაწესების და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია და "ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით4 და საერთაშორისო ხელშეკრულებებით5 დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას".

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლება აზრების სახელმწიფო ცენზურის გარეშე გავრცელებას მოიცავს და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან.

"გავრცელებული ინფორმაციით, ,,ქართული ოცნება” მაუწყებლობის შესახებ კანონის (შემდგომში - კანონი) დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის „ფორმულას" და „ტვ პირველს“. საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები. ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს, რომელიც, თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ასევე, მისი პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში - კონვენცია) მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ვრცელდება მედია თავისუფლებაზე. მუხლი იცავს არა მხოლოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ზოგადად დადებითად მიიღება საზოგადოების მიერ, არამედ იცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეიძება უსიამოვნო, შოკის მომგვრელი ან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ დაცულია მედიის სარედაქციო თავისუფლება და გარანტირებულია მედიის მხრიდან გადაწყვიტონ მათი რეპორტაჟის ფორმა. მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ფართო დისკრეციას უტოვებს მედია საშუალებებს სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში და იცავს, მათ შორის, პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიის შესახებ შედარებით მკვეთრი ტერმინებით გაკეთებულ კომენტარებს და სადავო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, მანამ სანამ მათ წვლილი შეაქვთ საჯარო პოლიტიკურ დისკურსში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს პრესის თავისუფლებას, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც სახელმწიფოს ეკრძალება ცენზურის დაწესება და ისეთი საკანონდემბლო ჩარჩოების მიღება, რომლებიც დისპროპორციულად ერევა მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში.

მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან "უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს" (The press was to serve the governed, not the governors). კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს. საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეფექტიანად შეასრულონ საკუთარი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც საზოგადოება პლურალისტული, ხოლო ინდივიდი - ღირსებადაცულია, როდესაც ექნებათ რწმენა იმისა, რომ შეეძლებათ იმუშაონ სახელმწიფო ჩარევისა და ძალმომრეობის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს გამოხატული იქნება ეს ინფორმაციული მასალის ცენზურაში, დაუსაბუთებელ დაკავებასა თუ დევნაში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs). აქედან გამომდინარე, ცენზურის აკრძალვა გულისხმობს, არა მხოლოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შედეგთან სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმის ჩარევის აკრძალვას, არამედ ამგვარი საქმიანობისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებასაც", - წერია განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი