პოლიტიკა
საია პარლამენტს საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის მონიტორინგისკენ მოუწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე.
საია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რომელიც შეეხებოდა საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაცის პროცესსა და საჯარო მოხელეთა სამსახურიდან შესაძლო განთავისუფლებას.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა საჯარო განცხადება და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები.
,,ამასთანავე, საიამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან და საჯარო სამსახურის ბიუროდან საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და მიმართულებების თაობაზე, ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის კოორდინაციის საკითხით შტატების შემცირების შესახებ.
საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ არ წარმოგვიდგინა ერთიანი ხედვა საბიუჯეტო ხარჯების 10%-ით შემცირების აუცილებლობის, ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და კრიტერიუმების შესახებ; გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია შტატების რეორგანიზაციისა და საჯარო სამსაახურის ბიუროსთან არსებული კოორდინაციის თაობაზე; საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში განხორციელებული ინსტიტუციური ანალიზი ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას და არ უკავშირდება შტატების მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს. მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობასა და კონკრეტულ სამინისტორებს არ მიუმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში რეკომენდაციების მიღების მიზნით.
არსებული მდგომარეობით, რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაიწყო შტატების შემცირება. საიასთვის, საჯარო მოხელეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იკვეთება რისკები, რომ მოხდეს თვითნებურად და შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე - მოხელეთა იძულება პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, პრემიერის მიერ ინიცირებულ პროცესზე დროული და ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებს (იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი) და მოუწოდა საგაზაფხულო სესიაზე საკომიტეტო ფორმატებში მოისმინოს მინისტრების ანგარიშები საბიუჯეტო სახსრების შემცირების, რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე.
საია აქტიურადაა ჩართული პროცესის მონიტორინგში და უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა იურიდიულ დახმარებას’’, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


