პოლიტიკა
საია-მ ეუთო-ს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, საია-მ ეუთო-ს ადამიანური განზომილების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია წარადგინა.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის, „შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, წამების აკრძალვის, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს სისტემის გამოწვევებისა და რეპრესიული კანონშემოქმედების შესახებ“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, საერთო ჯამში, საიამ წარადგინა 7 თემატური ანგარიში და შესაბამისი წყაროები.
„ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო დარღვევებთან დაკავშირებით 2024 წლის დეკემბერში ასევე აამოქმედა ვენის მექანიზმი, რომელიც, როგორც წესი, წინ უძღვის მოსკოვის მექანიზმს და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს, შეკითხვები დაუსვან სხვა წევრ სახელმწოფოს. საქართველოსთვის დასმული შეკითხვები ეხებოდა აქციებთან დაკავშირებული უფლებების დარღვევების გამოძიების ეფექტიანობას და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს.
საიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარადგინა ინფორმაცია საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, წამების აკრძალვის, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს სისტემის გამოწვევებისა და რეპრესიული კანონშემოქმედების შესახებ. საერთო ჯამში საიამ წარადგინა 7 თემატური ანგარიში და შესაბამისი წყაროები.
„მოსკოვის მექანიზმისთვის“ წარდგენილი ინფორმაცია მიმოიხილავს როგორც 2024 წლის გაზაფხულის აქციების ძალადობრივ დარბევას, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსა და უსაფუძვლო დაკავებებს, ასევე 2024 წლის ნოემბრის შემდგომ გამოვლენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას, დაუსჯელობის კულტურასა და არაეფექტიან გამოძიებებს. კომუნიკაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს წყლის ჭავლში ქიმიური საშუალებების შერევის არაპროპორციულ და საფრთხისშემცველ პრაქტიკაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე.
კომუნიკაცია დამატებით აანალიზებს 2024 წლის შემდგომ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მედიის რეგულირების გამკაცრებას, კრიმინალიზაციის მიზნით ახალი სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული რეგულირებების შემოღებას, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
კომუნიკაციაში ასევე გაანალიზებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და მათი დამანგრეველი გავლენა გაერთიანების თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე. ხაზგასმულია, რომ ამჟამად ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს სამოქალაქო აქტივობის ფაქტობრივ კრიმინალიზებას და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობისაკენ არის მიმართული.
საიას მიერ წადგენილი ინფორმაცია მოიცავს შვიდ მცირე თემატურ დოკუმენტს, რომლებიც ეფუძნება ორგანიზაციის კვლევებსა და შეფასებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. თითოეული დოკუმენტი შეიცავს საიას მიერ გამოქვეყნებული რელევანტური პუბლიკაციების ჩამონათვალს“,-აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვრცლად იხილეთ ბმულზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


