პოლიტიკა
საია-მ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ იუსტიციის საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდეს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ იუსტიციის საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ არასამთავრობოებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, საქმე ეხება 2 სისხლის სამართლის საქმეს, რომლებშიც, სავარაუდოდ, მიქაუტაძე ფიგურირებს.
„2016 წლის აგვისტოში დაიწყო და კვლავ ჭიანურდება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ფაქტიდან გამომდინარეობს და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის მიერ გიორგი მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამ საქმის გამოძიება დასრულებულია და ამჟამად საქმეს განიხილავს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო. ორივე საქმეზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში განვითარებული მოვლენები მიუთითებს შერჩევით მიდგომაზე და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ამ საქმეებში კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ ხელს უშლის მოქალაქის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“, - თქვა საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
არასამთავრობოების შეფასებით, აღნიშნული საქმეები სასამართლოს ავტორიტეტს ზიანს აყენებენ და ამის გამო მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტის დატოვებისკენ მოუწოდეს.
გარდა ამისა, საია-მ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მოუწოდეს მთავარ პროკურატურას, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო ცემის ფაქტი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


