სამართალი
საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებულ აცილებებს ასაჩივრებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილების შესახებ კონკრეტული მოსამართლეების გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესიდან, რაც მოხდა 2018 წლის თებერვალში, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების განხილვისას.
საიას შეფასებით, იუსტიციის საბჭოს განმარტება აცილების შესახებ უსაფუძვლოა და ამით შეიზღუდა დოლიძის, როგორც საბჭოს წევრის საქმიანობა.
„საბჭოს აქტიური და კრიტიკულად განწყობილი წევრის აცილების საფუძვლად დასახელდა ანა დოლიძის მიერ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დაწყებამდე საჯაროდ გაკეთებული განცხადება. საბჭომ მიიჩნია, რომ ეს წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ინტერესთა კონფლიქტის დასასაბუთებლად.
ინტერესთა კონფლიქტის ფართო განმარტება, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძის აცილების დასაბუთებისას გამოიყენა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი განმარტება წარმოადგენს სახიფათო ტენდენციას, რომელის გამოყენებითაც შესაძლებელი ხდება კრიტიკულად განწყობილი წევრი მნიშვნელოვანი პროცესებიდან იყოს ჩამოშორებული. ამ მექანიზმის გამოყენებით, ანა დოლიძე 50-დან 14 მოსამართლესთან გასაუბრების, და შესაბამისად, მათი უვადოდ დანიშვნის შესახებ გამართული კენჭისყრის პროცესებიდან იქნა ჩამოშორებული.
საია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უსაფუძვლო აცილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლება, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები განეხორციელებინა თავისუფლად და შეუფერხებლად.
წარდგენილი სარჩელით ანა დოლიძე, როგორც მოსარჩელე, მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც შეიზღუდა მისთვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლებით სარგებლობა“, - წერია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


