პოლიტიკა
საია 2016 წლის არჩევნებზე დაყრდნობით ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
დღეს „საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციამ“ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. ორგანიზაციამ ანგარიში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე დაყრდნობით მოამზადა.
საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2016 წელს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს არ იყო სათანადო რეაგირება ძალადობრივ ინციდენტებზე. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.
„ერთ-ერთი გამოწვევა მაინც იყო არჩევნების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება. მართალია, არ ყოფილა მასობრივი ძალადობის შემთხვევები, თუმცა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს, იყო ძალადობრივი ინციდენტები და მათ დიდ ნაწილზე ეფექტური რეაგირება არ მომხდარა. ასევე სხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა, იქნებოდა ეს ოფისებზე თავდასხმა თუ სხვა ტიპის დარღვევები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ეფექტური შედეგები ამ დრომდე არ გვაქვს“,- განაცხადა ნაცვლიშვილიმა.
კონფერენციაზე საიამ ხელისუფლებას რეკომენდაციები წარუდგინა, რომელთა გათვალისწინება უნდა მოხდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ერთ-ერთი რჩევა ეხება წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის დარღვევების დროულ გამოძიებას, ასევე ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას ქალებისთვის, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლებისთვის.
შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


