სამართალი
საგურამოში რეინჯერებსა და ბრაკონიერებს შორის დაპირისპირებისას ერთი პირი დაიჭრა
თბილისის ეროვნულ პარკში საგურამოს უბანზე რეინჯერებსა და ბრაკონიერებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ეროვნული პარკის რეინჯერებმა პატრულირების დროს ირემზე მონადირე ბრაკონიერების ჯგუფი ნახეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ბრაკონიერები გაჩერების ბრძანებას არ დაემორჩილენ და რეინჯერების მისამართით ისროლეს. საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ ერთი ბრაკონიერი მსუბუქად დაიჭრა, რის შემდეგაც ის, დააკავეს.
,,ბრაკონიერები არ დაემორჩილენ ბრძანებას, რომ გაჩერებულიყვნენ, გაიქცენენ. ჩვენი მხრიდან რეაგირება მოხდა და დაედევნენ. დევნის მომენტში ბრაკონიერების მხრიდან განხორციელდა სროლა ჩვენი რეინჯერების მისამართით. ჩვენმა რეინჯერებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მსუბუქად დაიჭრა ერთი ბრაკონიერი. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა არის აკრძალული’’, - განაცხადა ლაშა მოისწრაფიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


