პოლიტიკა
საგარეო უწყება ვალდებულია, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ზურაბიშვილის განცხადებებზე - საქართველოს დიპლომატთა კლუბი
საქართველოს დიპლომატთა კლუბი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კლუბმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ზურაბიშვილი გააკრიტიკა ქართული ჯარისა და დიპლომატიის შეურაცხყოფის გამო.
დიპლომატთა კლუბმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოეხმაურონ ზურაბიშვილის ამ განცხადებას და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ „2008 წლის ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ“.
ქალბატონი ზურაბიშვილისგან არახალია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული მავნებლური და რაც მთავარია, აბსოლუტური სიცრუის შემცველი განცხადებები. სხვა გარემოებებში, ამჯერადაც შევიკავებდით თავს საპასუხო განცხადებისგან, თუმცა, იძულებულნი ვართ, გამოვეხმაუროთ მისი დღევანდელი სტატუსის - მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატობის გათვალისწინებით.
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალბატონმა ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს მიაყენა დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა. ჯერ ქართული ჯარი შერაცხა “მძინარე ცხინვალის დამბომბველ მკვლელებად” და დღეს ქართული დიპლომატია შეაფასა “ომის დროს დადუმებულ იმპოტენტებად”.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით გამოუტანოს მისი ვერდიქტი პოლიტიკოს ზურაბიშვილს 28 ოქტომბრის არჩევნებზე. იმავდროულად კი მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ქვეყნისა და დიპლომატიური სამსახურის წინაშე აკისრია ვალდებულება, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


