სამართალი
საგარეო უწყება თურქეთში გარდაცვლილი ბუნა ხოტოველის გადმოსვენების პროცედურებში არის ჩართული
თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ბუნა ხოტოველის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ჩართული.
გარდაცვლილის გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯებს თურქეთში საქართველოს საკონსულო უზრუნველყოფს.
ამასთან, როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება გარდაცვლილის გადმოსვენება.
ქუთაისელი, 36 წლის ბუნა ხოტოველის ცხედარი, მდინარეში გუშინ იპოვეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სიმაღლიდან გადავარდა.
ბუნა ხოტოველის დედის ინფორმაციით, ახალგაზრდა ტაილანდიდან სტამბოლში 17 ივნისს ჩაფრინდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ებრაული დიასპორის შეკრებაში. სემინარის შემდეგ, იგი საქართველოში ბრუნდებოდა.
"ბუნა წასული იყო ტაილანდში სემინარზე. ექვსში დილით წავიდა. სემინარის დასრულების შემდეგ დამირეკა. პარასკევს მითხრა, ათათურქის აეროპორტში ვარო. ამის შემდეგ აღარ დაურეკავს. მითხრა, რომ ორი დღე გამოვიძინებ, გადაღლილი ვარო. კვირას ღამის სამ საათზე დამირეკა, როგორ ხარო. ამის შემდეგ აღარ დამკავშირებია. როდესაც მე დავრეკე, ვიღაც კაცმა მიპასუხა, თურქულად მელაპარაკებოდა. როცა ჩემი შვილი მოვიკითხე, მითხრა, რომ ბუნას ჩანთა გვაქვს სასტუმროში და თავად არ მოსულაო. რა მოხდა, არაფერი ვიცი. დღეს მითხრა თურქეთის წარმომადგენელმა თამარ თევდორაძემ, რომ გავარკვევო. ჩემმა დამ მითხრა, ბუნა აღარ გვყავსო. როგორც ჩანს, ქუჩაში იპოვეს",- განაცხადა ნათელა ხოტოველმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


