პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელობა შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი, შვედეთის სამეფოს ელჩს, მარტინა ქვიქს შეხვდნენ.
ოფიციალური ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებზე, ორმხრივ საპარლამენტო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს საქართველოში, რომელიც მომავალი წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი, „მივესალმებით ამ ვიზიტს და ეს იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძიერებისათვის და გაღრმავებისთვის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვედეთი მზადაა და აგრძელებს საქართველოს მხარაჭერას. განსაზღვრულია და მოიმატებს პროგრამების დაფინანსება, რომელიც შვედეთის სამეფოს მხრიდან საქართველოში ხორციელდებოდა. „ეს არის სამი ძირითადი მიმართულება. გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის და საბაზრო-ეკონომიკური პრინციპების კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სტუმარმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ შვედეთი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე საქართველოს მხარდაჭერისათვის მზად არის.
მხარეებიმომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


